ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ბებია აფხაზი მყავდა და სულ ვფიქრობ, რატომ არ მასწავლა აფხაზური კარგად” – ეკა ხოფერია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზური ენის პოპულარიზაცია სურს.

ამასთან, როგორც მან გადაცემაში დასძინა, მას ბებია აფხაზი ჰყავდა და სულ უკვირს თუ რატომ არ ასწავლა აფხაზური ენა. მისივე აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მინდა აფხაზური ენის პოპულარიზაცია. არის კურსები, წრეები, მაგრამ მინდა, ამ თემას კიდევ უფრო მეტად მოვკიდო ხელი. მე ბებია აფხაზი მყავდა და სულ ვფიქრობ, რატომ არ მასწავლა აფხაზური კარგად. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, გავაკეთო პროექტები, რომლითაც აფხაზური ენა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან, სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის დროსაც, აფხაზურად ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობდა, რუსულად საუბრობდნენ. საქართველოს განათლების სამინისტროსგან ყველა პროექტში სრული მხარდაჭერა გვაქვს. მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ მანაც ისწავლოს აფხაზური. პირადად მეც და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ჩაერთვება აფხაზური ენის კურსებში”, – განაცხადა ხოფერიამ.

იტვირთბა....