ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს აქვყნებს.
“მეტრონომი” ჟურნალისტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ხომ გახსოვთ სხვადასხვა დაზარალებული ჯგუფები ამ ქვეყანაში, მერე წლობით რომ სამართალს ეძებდნენ –ხან სასამართლოებში, ხან აქციებით. ატსტუპნიკები, კოოპერატიული ბინათმშენებლები, მეანაბრეები… ამ ადამიანებმა კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული თანხა დაკარგეს. ამის გამო ზოგს მთელი ცხოვრება დაენგრა შეუქცევადად. ახლა ეგ ხდება ზუსტად – ათასობით ადამიანი კოტრდება, გამოუსწორებელ ზარალს და დარტყმას იღებს ფინანსურად, ამ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში, რომლის გამოსწორებას ზოგი ვეღარც შეძლებს ვერასდროს. კოვიდით დაზარალებულთა ახალ ჯგუფს ვიღებთ, რომლებსაც ვერავინ ვეღარ უშველის ვერასდროს. ეს ხდება იმ ტიპების გადაწყვეტილებებით, ვინც საერთოდ არ ვიცით სად გაქრებიან. ვინ სად იპოვნის ერთ–ორ წელში ივანიშვილს, ტიკარაძეს, გახარიას ან გამყრელიძეს, თალაკვაძეს, კალაძეს? ვერავინ ვერსად. ვეღარც პასუხს მოვთხოვთ წავლენ და დაგვიტოვებენ გაჩანაგებულ ქვეყანას და ბევრი ადამიანის დანგრეულ ცხოვრებას. ხოდა, სანამ დროა მივხედოთ საკუთარ თავს და ნუ მივცემთ უფლებას ბოლომდე გაგვაჩანაგონ.” – წერს ჯანგირაშვილი.