ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიბერექსპერტები Tik Tok-ის საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ – ახდენს თუ არა სოციალური ქსელი მოზარდებზე უარყოფით ზეგავლენას

მსოფლიოში პოპულარული Tik Tok-ის უარყოფით გავლენებზე, “კურიერთან” ქართველი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით უწყინარმა გართობამ შესაძლოა მომხმარებელს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ კიბერექსპერტები და Tik Tok-ის საგანგაშო შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ხოლო როგორც “კურიერთან” ქართველი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, მსხვერპლები ძირითადად თინეიჯერები არიან. პედოფილია, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხასიათის შეცვლა და კონცენტრაციის დაკარგვა, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ე.წ. ტიკტოკერებს გარკვეული დროის შემდეგ უვლინდებათ.

სპეციალისტების თქმით, ხშირად არასრულწლოვანი იმდენად არის გატაცებული აპლიკაციით, რომ მას უმცირდება რეაგირების დრო, უჭირთ კომუნიკაციაში შესვლა და ხშირად გაუცნობიერებლად იმეორებენ იმ მოძრაობებს რაც ტიკ-ტოკშია.

თუმცა, ქცევითი მანერების შეცვლა ერთადერთი პრობლემა არ არის რაც შესაძლოა არასრულწლოვან ე.წ. ტიკტოკერს დაემართოს. საფრთხე შესაძლოა გლობალური და უფრო მეტიც, დანაშაულებრივი აღმოჩნდეს, ბულინგი მთავარი გამოწვევაა, რომელზეც კიბერუსაფრთოების ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. ნეგატიური ზეგავლენისგან დაცვის მთავარი გამოსავალი, მშობლების მხრიდან შვილებზე კონტროლი და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

მოზარდზე ნეგატიური გავლენის თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი და ეფექტური გამოსავალი აპლიკაციის წაშლაა.

ასევე, სპეციალისტები ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხევაში მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვა, შეუძლებელია.

იტვირთბა....