ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის  546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის  546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 1 456 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 242 085-ს მიაღწია.

ამასთან, მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან კი დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე კი ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 352-ია. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 20 443 ადამიანი იმყოფება.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 837 პირი.

იტვირთბა....