ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე” – ბიძინა კულუმბეგოვი

“როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი მიიჩნევს, თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავი ღონისძიებები გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება.

„მესმის, რომ სახელმწიფოს ეშინია, პანდემიის იმ ნიშნულთან არ დავბრუნდეთ, საიდანაც ძლივს გამოვედით, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს რაღაც ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლის შეზღუდვა საზოგადოებაზე უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ვიდრე თვითონ პანდემიის საკითხი. ეს განსაკუთრებით ეხება საქალაქო ტრანსპორტის საკითხს და განათლების თემას. ამიტომ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ მეტად წერტილოვან გახსნაზე. უნდა არსებობდეს უსაფრთხო ტრანსპორტის გახსნის გეგმა. ქალაქის მერია იქნება თუ ნებისმიერი სამსახური, უნდა დაჯდეს და შემოგვთავაზოს გეგმა – ჯერ ვთქვათ, ავტობუსი ამუშავდეს, მეტრო სულ ბოლოს ამუშავდეს. რისკები უნდა განაწილდეს, ყველა ავტობუსში უნდა იყოს სულ მცირე ერთი ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს ავტობუსის 30-35%-ით დატვირთვას. ასე თუ არ მოვიქეცით, ვირუსი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გაგვიჩნდა თავისუფალი ადგილები საავადმყოფოებში, ამიტომ, რაღაც ეტაპზე, შეიძლება, რომ პანდემია მიუშვა. ტრანსპორტის გავლენა შეიძლება იყოს 15%, ანუ გყავს 1 500 დაავდებული, შეიძლება გაგიხდეს 1 700, მაგრამ არ გაგიხდება 8 500. ამ ინფექციის 50% ის გადადება ხდება სახლში, სამსახურში, მეგობრების წრეში. ამიტომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი თავი, პირბადე, ჰიგიენა და სოციალური ქცევა უნდა შეცვალოთ და თუ ამას გავაკეთებთ, დანარჩენი ცხოვრების გამარტივება უფრო გაუადვილდება სახელმწიფოსაც და ჩვენც. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავი ღონისძიებები გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....