ღუდუშაურის კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი დღეს დილის 7 საათზე გადახტა. 34 წლის მამაკაცი კლინიკაში მწვავე პნევმონიისა და სუნთქვის უკმარისობის დიაგონოზით მკურნალობდა. პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში პირველ დეკემბერს 02:40 საათზე შევიდა.
ექიმის ცნობით, დღეს გამთენიისას პაციენტს, სავარაუდოდ უეცრად მწვავე ფსიქოზური აშლილობა განუვითარდა.
“ამ დილით, სავარაუდოდ დიაგნოზის საფუძველზე გამოეხატა აგრესია და არანორმალური აღგზნებადობა, განსაკუთრებით ექიმი-პერსონალის მიმართ. გაარღვია და დააზიანა განსაკუთრებული რეჟიმის არეალი. აღმოჩნდა ჩვეულებრივი რეჟიმის განყოფილებაში, მე-5 სართულზე, საიდანაც ერთ-ერთი დაკეტილი პალატის კარები შეამტვრია და აივნიდან გადახტა. პაციენტი ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნა კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ ,,ინტერპრესნიიუსთან“
კლინიკაში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.