ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იესოსას აკრიტიკებდნენ, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები”- მეუფე ნიკოლოზი მოქალაქეების კრიტიკას პასუხობს

“იესოსას აკრიტიკებდნენ, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები,”- ასე პასუხობს  ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი იმ ადამიანებს, ვინც მეუფეს ძვირადღირებული ნივთების სიყვარულის გამო აკრიტიკებს.

მეუფე ამბობს, რომ მას ეს კრიტიკა არ სწყინს და იხსენებს ქრისტეს, რომელსაც ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს.

“იესოსას აკრიტიკებდნენ, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები. ზოგი ამბობდა, რომ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, გაყიდულიყო ეს ნელსაცხებელი და გლახაკებს დარიგებოდა ეს ფულიო… ახლა ვითომ გლახაკებს, იესოსგან რამე აკლდათ. იცით ალბათ, ხომ, ეს ადამიანი, ვინ იყო – ეს იყო იუდა, რომელსაც, ასე წერია სახარებაში, რომ გლახაკების დარდი არ ჰქონდა,”- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მეუფე ნიკოლოზი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა მან ისურვა, Iphone-ის ბოლო გამოშვება, 12 Pro ჰქონოდა. ამ განცხადებიდან მალევე მეუფეს ერთ-ერთმა მაღაზიამ Iphone 12 Pro საჩუქრად გადასცა.

მეუფეს ყურადღება დაიმსახურა მის მიერ გაკეთებულმა კიდევ ერთმა განცხადებამ, სადაც თქვა, რომ მისი მანქანა, რომელიც 2006 წლიანია, უკვე გაცვეთილია და ახალ მანქანაზე უარს არ იტყოდა.

 

 

იტვირთბა....