ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზმა ნათლისღების დღესასწაულზე წირვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მეუფეს ჟურნალისტებმა ერთ-ერთი შეკითხვა მისი მანქანის მდგომარეობის შესახებ დაუსვეს, რამაც მიტოპოლიტი გაამხიარულა.
“სირცხვილია იცით? ძალიან მრცხვენია, მარტო მანქანა კიარაა გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი და… ხოდა არაუშავს იცით?! ძალიან დიდი სირცხვილია ესეთ ყოფით ნივთებზე ამდენი ლაპრაკი, მე არასოდეს არ დამიწყია ეს ლაპარაკი და მანქანაზე რომ მოგიყვებით მერე კიდე რას მკითხავთ პირადი ნივთებიდან მაინტერესებს”, – განაცხადა მეუფემ.
ცნობისთვის, 18 იანვარს “რუსთავი2”-ის ეთერში მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ მანქანაზე უარს არ იტყოდა.