ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “მამამისი იხვეწებოდა, ერთადერთი თხოვნა მაქვსო”- მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმის გამოძიებას ეხმიანება

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, კომისიურმა დასკვნამ დაამტკიცა, რომ შაქარაშვილი არის მოკლული და ეს მტკიცებულებებითაა გამყარებული.

როგორც ნიკოლაძემ TV “პირველთან” საუბრისას განაცხადა, დასკვნის მიხედვით შაქარაშვილმს დაზიანება ორმა ან ორზე მეტმა პირმა მიაყენა.

“დადგინდა, რომ ბავშვი იყო ნაცემი. ვიდრე არ მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ ბავშვი იყო ნაცემი, ოჯახიდან არავის უკადრებია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მკვდარი გვეწვინა წინ, ერთ კაცს პირიდან არ გადმოსცდენია, რომ აი ეს არის დამნაშავეო,”- აცხადებს ნიკოლაძე.

ამასთან, ნიკოლაძის თქმით, შაქარაშვილის მამის, ლევან საარაშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ უდანაშაულოდ არავინ დასჯილიყო.

“როგორ შეიძლება შვილი მკვდარი გყავდეს, და მთელი ცხოვრება იცხოვრო სიცრუეში, რომ უი, თურმე ვიღაცა დასაჯე და რა ბედნიერი ხარ, რომ დაისაჯა ვიღაცა. ამაზე დიდი უბედურება რამე გაგიგიათ? ჩვენ მაგალითად არ გაგვიგია. მამამისი ლევანი იხვეწებოდა სულ, ერთადერთი თხოვნა მაქვსო, რომ არავინ არ დაისაჯოს ტყუილადო,”- აცხადებს ნიკოლაძ.

სასამართლოში პირველი ჩვენება მისცა გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა. დაკითხვის დროს შაქარაშვილის დედასა და ბრალდებულებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამავე თემაზე ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადოს.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

 

იტვირთბა....