ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “ენა გააჩერე, ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრეთ”- სასამართლოში შაქარაშვილის დედასა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედა თამარ შალვაშვილი სასამართლოში დაიკითხა. სასამართლო პროცესს მკვლელობაში ბრალდებულებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც გარდაცვლილი დედის ჩვენება გააპროტესტეს.

გთავაზობთ გარდაცვლილის დედასა და ბრალდებულებს შორის შემდგარ დიალოგს:

თამარ შალვაშვილი: თქვენ აზრზე არა ხართ, ვინ მოკალით.

-ჩვემ არავინ არ მოგვიკლავს, ქალბატონო.

-ენა გააჩერე, სიზმარში ხომ გელანდებოდა, კიდევ მოგელანდება. ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრეთ, ჩემი შვილის საფლავზე დღემდე ხალხი არ წყდება. თქვენს საფლავზე კი ძაღლი არ იქნება.

-ვნახოთ.

-ვნახოთ?! იმუქრებით ხო, რა უნდა ნახოთ აბა?!!

სასამართლოში ეს თამარ შალვაშვილის პირველი ჩვენებაა, მან ბრალდებულებსაც მიმართა.დაკითხვის დროს შაქარაშვილის დედასა და ბრალდებულებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადოს.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

იტვირთბა....