ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამიხსენით, რაში აწყობს ხელისუფლებას გაღატაკებული, უმუშევარი და ფსიქიკაშერყეული ხალხი?” – ჟურნალისტის მიმართვა

ჟურნალისტი, ქეთი ლომაია სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს რომელიც მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ჰგონიათ, რომ აღნიშნული ქმედება „მთავრობას აწყობს“.

“მეტრონომი” ჟურნალისტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„რომ წერთ, ხელისუფლებას აწყობს ჩაკეტვაო, იქნება ვერ ვხვდები რამეს და ამიხსენით, რაში აწყობს თუნდაც ყველაზე ტირან ხელისუფლებას გაღატაკებული, უმუშევარი და ფსიქიკაშერყეული ხალხი?

პ.ს. მონებო, ცხვრებო და მსგავსი ეპითეტებით ხალხის შემამკობლები ნუ შეწუხდებით, პირბადეს კიარა ლიფს ვერ ვიტან თუ ამის აუცილებლობა არაა!“- წერს ლომაია.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგგემილი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას  საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა. ერთი ნაწილი იწონებს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ ვირუსის პრევენციისთვის წერტილოვანი აკრძალვები, მათ შორის გადაადგილების აკრძალვა ღამის საათებში კარგად მოქმედებს. მეორე ნაწილი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისა და გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რათა იარონ სამსახურებში.

იტვირთბა....