ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ასოცირებულ ალერგიულ რეაქციებზე საუბრობს.
როგორც კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ გადაცემაში განაცხადა, მოქალაქეების ვაქცინაციის შემდეგ დაკვირვების ქვეშ იქნებიან, რეაქციის გამოვლინების შემთხვევაში კი შესაბამის დახმარებას მიიღებენ.
მისივე თქმით, თუ ადამიანს ვაქცინაციის პირველ დოზაზე დაუფიქსირდა ალერგია, ამ შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთების კატეგორიული წინაღობაა.
“ზოგადად ალერგიული პაციენტები ძალიან ბევრია, მათ არავითარი წინაღობა ვაქცინაციის არ აქვთ. მოვიყვან ისრაელის მაგალითს, რომელიც ხშირად არის საერთაშორისო მედიაში – ტენტია გაშლილი, სადაც ასეთი ვაქცინირებული პაციენტები 15-დან 30 წუთი სხედან და ელოდებიან დაკვირვების პერიოდს, ასე იქნება ჩვენს ქვეყანაშიც. თუ ადამიანს ვაქცინაციის პირველ დოზაზე დაუფიქსირდა ალერგია, ამ შემთხვევაში კატეგორიული წინაღობაა მეორე დოზის გაკეთების, ამიტომ ეგ საკითხი მოგვარებადია. ზოგად პოპულაციას, ვისაც ალერგია აქვს, არ უნდა შეშინდეს. იქნება დაკვირვება, ექიმები იქნებიან ცოდნით და სპეციფიური წამლებით აღჭურვილები, ეს იქნება ადრენალინი თუ სხვა დახმარების საშუალებები,”- აცხადებს კულუმბეგოვი.
ექიმის თქმით, სპეციალისტები დატრენინდგებიან და ამ მხრივ საშიშროება იქნება აბსოლუტურად მოხსნილი და მართვადი.