“ჩვენი, ოპოზიციის შეცდომა იყო, რომ სულ რომ ვამბობ, ფსევდო არ უნდა დაისვა მაგიდასთან-მეთქი, არ უნდა დაისვა. ოპოზიცია რომ არ იყო ელისაშვილი, მე ყოველთვის ვიცოდი.”
თაკო ჩარკვიანი – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს. ის მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს. ელისაშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მასთან შესახვედრად მზადაა.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციიდან გარიცხულია, ვინაიდან ის :ქართული ოცნების” სასარგებლო საქმეს აკეთებს.