ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად – საკუთარი შვილის დაბადების დღეს…” – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სოციალური ქსელის საშუალებით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კეკელიძის პოსტში ვკითხულობთ, სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

“მეტრონომი” გიორგი კეკელიძის მიმართვას უცვლელად გთავაზოთ.

“დღეს ძა­ლი­ან კარ­გი კაცი გარ­და­იც­ვა­ლა – ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი. გარ­და­იც­ვა­ლა ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად – სა­კუ­თა­რი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს. ასეთ ხალ­ხს ბევ­რი არ იც­ნობს ხოლ­მე, მაგ­რამ საქ­მე­ებს სწო­რედ ბევ­რის­თვის და ძა­ლი­ან დიდს აკე­თე­ბენ – ქარ­თუ­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სამ­ყა­რო ირაკ­ლის­გან სულ და­ვა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად გა­ვი­ცა­ნი. მე რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მალე, გა­უ­გე­ბარ­მა ხალ­ხმა სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა გა­სა­ყიდ ნა­გე­ბო­ბა­თა სი­ა­ში გა­ნა­თავ­სა. ირაკ­ლიმ და­მი­რე­კა და შევ­ხვდით. მე და ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი. ადა­მი­ანს სიკ­ვდი­ლის ფერი ედო, კან­კა­ლებ­და. იო­ლად მიხ­ვდე­ბო­დით, რას ნიშ­ნავ­და მის­თვის ის უნი­კა­ლუ­რი კედ­ლე­ბი, ის წიგნთსა­ცა­ვი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, იქ რომ მუ­შა­ობ­დნენ. რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა ედგა გვერ­დით, მეტი არა­ვინ ამ ბრძო­ლა­ში. ვი­ლა­პა­რა­კეთ. იმ სა­ღა­მოს­ვე კახა ბენ­დუ­ქი­ძეს ვეს­ტუმ­რე ამ ამ­ბით. კახა მა­შინ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში აღარ იყო, მაგ­რამ სა­დღაც და­რე­კა და შე­ნო­ბა ამო­ი­ღეს გა­სა­ყიდ­თა ნუს­ხი­დან. მე­ო­რე დღეს ისევ ირაკ­ლის­თან მი­ვე­დით. ეს ამ­ბა­ვიც იმ სი­ხა­რუ­ლის გა­სახ­სე­ნებ­ლად მოვ­ყე­ვი – თით­ქოს თვი­თონ გა­დარ­ჩა სიკ­ვდილს, თვა­ლე­ბი გა­უბრწყინ­და და კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი მოგ­ვა­ტა­რა. ის ბიბ­ლი­ო­თე­კა მისი გა­დარ­ჩე­ნი­ლია და ვფიქ­რობ, რო­მე­ლი­მე დარ­ბა­ზი აუ­ცი­ლებ­ლად იმ­სა­ხუ­რებს ირაკ­ლის სა­ხელს, ამ ღვაწლს თა­ო­ბე­ბიც რომ გა­ეც­ნონ. ჩვენ კი ისე­დაც ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა”, – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.
იტვირთბა....