ექიმი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სიგარეტის ფილტრი ორგანიზმს არ იცავს.
როგორც ექიმი თავის პოსტში დასძენს, სიგარეტის ფილტრის წარმოება უნდა აიკრძალოს.
,,სიგარეტის ფილტრი არაეფექტურია, ანუ არაფერს არ აკეთებს, არანაირად არ იცავს ორგანიზმს.
სამაგიეროდ, ყოველწლიურად ტრილიონობით გადაგდებული “ბიჩოკი” იწვევს გარემოს კატასტროფულ დაბინძურებას.
ასე რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს მათი წარმოება.
გარემოს დაბინძურება პირდაპირ კავშირშია იმასთან რასაც 1 წელიწადია მსოფლიო ებრძვის.
COVID-19 პანდემია არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.