პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ბრიფინგი ჩაინიშნა. პროკურატურაში ბრიფინგი 14:00 საათზე დაიწყება.
საგამოძიებო უწყება, სავარაუდოდ, საქმეზე არსებულ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა გუშინ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ, რაზეც საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს.