ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“, – აცხადებენ უწყებაში.