ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციასთან “დავიდარაბა” დაასრულა და უახლოეს დღეები საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრებს.
ელისაშვილი ოპოზიციას სარკეში ჩახედვისკენ და საკუთარი წარსულის გახსენებისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ ოპოზიციასთან ეს იწილო-ბიწილო დავასრულეთ, ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, როგორც გავაკეთებთ და უახლოეს დღეებში ზუსტად გეტყვით ჩვენ გეგმაზე, მანამდე ეს რაღაცა დავი-დარაბა დაუსრულებელი დავამთავრეთ, არ მიგვიჩნევენ ოპოზიციად?! სარკეში ჩაიხედონ და თავიანთ თავს კითხონ სინამდვილეში ვინ არიან, როგორი წარსულით უცხოვრიათ, რა ბიოგრაფია აქვთ და მართლა ვისთან გარიგებებში მონაწილეობდნენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “მთავარ არხთან”.