ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში საპროცესო აქციაზე ხმაური იყო – შეუძლოდ გახდა ერთი აქტივისტიც

ზუგდიდშ, სამხარეო ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გამართულ აქციაზე იყო ხმაური აქციის მონაწილეებსა და სამათალდამცავებს შორის.  დაპირისპირება აქციის მონაწილეების მიერ კარვის გაშლას მოჰყვა.

მათ ჯერ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ადმინისტრაციულ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

დაპირისპირების დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შეკრებილები ღამის კარავში გათევას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

 

იტვირთბა....