ესპანეთის პოლიციამ გემზე ორ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკების ფარულად გადაჰქონდათ.ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დამნაშავეები კანონიერი ბიზნესის წამოწყებით, კონტრაბანდას აწარმოებდნენ. მიუხედავად კვალის დაფარვის მცდელობისა, სამართალდამცავებმა სამხრეთ ესპანეთის ქ. ალხესირასის პორტში, 40 000 კგ. ნახშირით დატვირთულ გემბანზე 2 ტონაზე მეტი გადამალული კოკაინი, მაინც იპოვეს.
გამოძიების მსვლელობისას, სამართალდამცავებმა 16 სახლი გაჩხრიკეს. ამასთან ერთად, 200-მდე კონტეინერიც, რომლებიც ბრაზილიიდან და პარაგვაიდან ესპანეთში იგზავნებოდა.
საბოლოოდ, 12 დამნაშავე დააკავეს. მათი სახელები საჯაროდ გავრცელებული არაა, თუმცა მედია იუწყება, რომ ბრალდებულთაგან 6, ჯერ კიდევ პატიმრობაშია. დანარჩენები კი, გარკვეული პირობების საფუძველზე გაანთავისუფლეს.