საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 21 იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.2982 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2994 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ოდნავ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 3.9977 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9801ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 იანვრისთვის ამოქმედდება.