“დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს, ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პიარტექნოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ მიმართვაში ამბობს, რომ ნავალნის და სააკაშვილს შორის, ფუნდამენტური განსხვავება, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
“ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი – კაცია და მეორე – ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება – დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება.
პ.ს. როცა პუტინს დასჭირდა პროამერიკელი პოროშენკოს დასანგრევად, კი ნახეთ, პოლონეთის საზღვრის გარღვევისას, რას ნიშნავს “ცენტრის” მხარდაჭერა. ხოდა, დააპარალელეთ ახლა, არ გაგიჭირდებათ.” – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.