ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მთელი კორპუსი აფეთქდებოდა და ტრაგედია სავარაუდოდ დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა”- რა მოხდა თემქაზე

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გვიან ღამით თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა.

კომპანიის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შევიდა ზარი, რომ თემქაზე, მე-11 მიკროში მდებარე სადარბაზოში საშინელი გაზის სუნი იყო, რის შემდეგაც ადგილზე სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) თანამშრომლები მივიდნენ.

კომპანიის ინფორმაციით, ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო იყო მოხსნილი, ხოლო ცენტრალური ონკანი არ იყო დაკეტილი.

„გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ სადარბაზოში გაჟონა. სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო.

დროის ამ მონაკვეთში, რომ შემთხვევით ვინმე შესულიყო ბინაში და შუქი ან ასანთი აენთო, მთელი კორპუსი აფეთქდებოდა და ტრაგედია სავარაუდოდ დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა.

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ – ჩვენს უყურადღებობას ეწირებიან სხვა ადამიანები . არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ყურადღება მიაქციეთ გაზგაყვანილობის გამართულობას – ხშირად თქვენივე უსაფრთხოება თქვენს ხელშია“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისი ენერჯი ავრცელებს.

 

იტვირთბა....