ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთი ISIS წინააღმდეგ კამპანიაში ებმება?

დიდი ბრტანეთი ხვალ გადაწყვეტს განახორციელებს თუ არა საჰაერო დარტყმებს ISIS წინააღმდეგ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ თემთა პალატაში დებატები გაიმართება ამ საკითხზე.

„ისლამური სახელმწიფო“ ჩვენი ქვეყნისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს“ – ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

კამერონს დიდი იმედი აქვს, რომ ბრიტანეთის პარლამეტრი მხარს დაუჭერს და დიდი ბრიტანეთი ჩაერთვება სირიის კონფლიქტში.

BBC პოლიტიკური მიმომხილველის ლაურა კუენსბერგის აზრით, კამერონი დარწმუნებულია, რომ თემთა პალატა მხარს დაუჭერს ISIS წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმას.  წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერი ამ საკითხს პარლამენტში არ გაიტანდა.

უკვე ცნობილია, რომ ბრიტანეთის პარლამენტში სიდიდით მესამე პარტია (შოტლანდიის ეროვნული პარტია) მხარს არ დაუჭერს  ბიტანეთის სამხედრო ძალების სირიის კონფლიქტში ჩართვას.

„მეტრონომთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ  შეაფასა დიდი ბრიტანეთის ISIS კამპანიაში მონაწილეობა.

„ბრიტანეთს არასოდეს არ დაუჭერია თავი შორს ამ კონფლიქტისგან, რადგენ მასაც ჰქონდა ტერორისმის საფრთხე. ადრე გამოავლინეს რამდენიმე შემთხვევა მეტროსა და სხვა ხალხმრავალ ადგილზე, თუმცა მაშინ მოხდა დამნაშავე პირების დაკავება. ბრიტანეთის მონაწილეობა „ისლამური სამყაროს“ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში გააძლიერებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე ებრძვიან ISIS“ – ამბობს საყვარელიძე.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....