რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.
რომის პაპმა მხარეებს მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები, რათა რეგიონული კონფლიქტი დასრულდეს.
„ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის დაძაბული საათების ფონზე, კმაყოფილებით მივესალმები ორკვირიანი ზავის გამოცხადებას“, – განაცხადა რომის პაპმა.
მისივე თქმით, ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, მანამდე რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.

