ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მე უფრო დიდ დაპირისპირებას ვხედავ კობახიძესა და კალაძეს შორის” – ანი მიროტაძე

“მე უფრო დიდ დაპირისპირებას ვხედავ კობახიძესა და კალაძეს შორის. მაშინ ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ. ახლა, როდესაც ქოლგა აღარ არის, ყველას მოუნდება თავისი გზის პოვნა და ამბიციები ორივეს შეაწუხებს,” – ეს განცხადება “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტირვიუში გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვას, რომ კალაძე და კობახიძე აქამდე ერთ გუნდში არიან, მიროტაძე პასუხობს, რომ კახი კალაძეს დედაქალაქის მერის თანამდებობაზე 4 წლიანი ვადა ეწურება და მან ახლა უნდა გადაწყვიტოს, თუ სად უნდა, რომ იყოს. ამასთან, მიროტაძე დასძენს, რომ კალაძე არ გარისკავს და მეორედ კენჭს აღარ იყრის, რადგან წაგების შანსი საკმაოდ მაღალია.

“პირველი, ეს არის კობახიძე, კალაძე თავისი გუნდით და გახარია. მე უფრო დიდ დაპირისპირებას ვხედავ კობახიძესა და კალაძეს შორის. მაშინ ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ. ახლა, როდესაც ქოლგა აღარ არის, ყველას მოუნდება თავისი გზის პოვნა და ამბიციები ორივეს შეაწუხებს. კალაძეს ეწურება 4-წლიანი ვადა და მან ხომ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს. კალაძე არ გარისკავს და მეორედ კენჭს აღარ იყრის, რადგან წაგების შანსი საკმაოდ მაღალია. მას სულ არ სურს, დაასრულოს თავისი პოლიტიკური კარიერა. კალაძე აცხადებს პრეტენზიას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩაიბაროს ქვეყნის მასშტაბით. მან ეს პოზიცია დააფიქსირა გუნდში და ახლა ველოდები, რომ ის ღიადაც გაახმოვანებს, მაგრამ პრემიერის თანამდებობა თავისუფალი არ არის. ამიტომ ხელისუფლებისთვის რთული პოლიტიკური გაზაფხული იქნება ყველა მიმართულებით.” – აცხადებს მიროტაძე.

ამასთან, რაც შეეხება კითხვას, რომელიც დედაქალაქის მერის ოპოზიაში გადასვლას გულისხმობდა, მიროტაძე განმარტავს, რომ კალაძის რეიტინგულობიდან გამომდინარე ხშირად ხდება მისი უკანა პლანზე გადაწევა.

“გრიგოლ ლილუაშვილის უწყებაში მისი და მისი გარემოცვის შესახებ ბევრი ტომი დევს. შესაბამისად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვერ არის და გარკვეული რისკებია მისი ოპოზიციაში წასვლა. ის ცოტა ადრეც წავიდოდა ოპოზიციაში. მისი რეიტინგულობიდან გამომდინარე ხშირად ხდება მისი უკანა პლანზე გადაწევა. მით უმეტეს, რომ ივანიშვილმა მემკვიდრედ დაასახელა ირაკლი კობახიძე.

ხომ გახსოვთ კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდებს შორის დაპირისპირება? გგონიათ, რომ ბავშვების შიმშილობას გადაყვა?! იყო დაპირისპირება და მერე ივანიშვილმა დაინახა საფრთხე და გადაწყვიტა, რომ ნაკლებად საფრთხის მატარებელი იყო კარგად მართული კობახიძე.” – აცხადებას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ანი მიროტაძე.

იტვირთბა....