ქუთაისში, უბედური შემთხევის დროს დაშავებული მუშა გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ლითონის დნობისას ხანძარი გაჩნდა, მუშა ცეცხლის ქრობის დროს დაკვამლიანების გამო გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.