“შეუძლიათ, შევიდნენ პარლამენტში და იჭუკჭუკონ კოლექტიურად კობახიძესთან. ეს უკვე მათი საქმეა. ოპოზიციის სხეულზე არის განგრენა, რომელიც უნდა მოიჭრას, ვის რაში აინტერესებს, სად შეეთრევა იაგო ხვიჩია.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს წევრი
ამის სესახებ უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, პარტიებს “გირჩსა” და “მოქალაქეებს” დანარჩენ ოპოზიციასთან შეთავაზება აქვთ, რაზეც მოლაპარაკებების გამართვა სურთ. შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განსაზღვრონ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა კი „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი თქვა.