„ოპოზიციამ რა უნდა ქნას – სახელი დაარქვას ოფიციალური განცხადებით, რომ ეს ბატონები არ წარმოადგენენ ძირითადად ოპოზიციას, ესენი ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად, მათთან პოლემიკას აღარ ვაპირებთ; ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს. ეს ადამიანები იყვნენ თავისთვის. ბუნებრივია, თავისას იხმაურებენ. შეუძლიათ, შევიდნენ პარლამენტში და იჭუკჭუკონ კოლექტიურად კობახიძესთან. ეს უკვე მათი საქმეა.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს წევრი
ამის სესახებ უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, პარტიებს “გირჩსა” და “მოქალაქეებს” დანარჩენ ოპოზიციასთან შეთავაზება აქვთ, რაზეც მოლაპარაკებების გამართვა სურთ. შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განსაზღვრონ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა კი „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი თქვა.