ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლი ღვთისა იქნება უხვად ჩვენი მფარველი”- ილია მეორე

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა.

როგორც პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე ბრძანა, ღვთის ეს მადლი გადაგვარჩენს და იქნება ჩვენი მფარველი.

„ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე.

წყლის კურთხევის რიტუალი სამების საკატედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა.

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

იტვირთბა....