ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ კლინიკებში მოხვდა

ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომელიც კოვიდგადატანილ პაციენტებს ეხება.  კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფმა 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა. კლინიკაში ხელმეორედ მოხვედრილი პაციენტებიდან კი საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა.

კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

მეცნიერების განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებულ პირები არიან.

 

იტვირთბა....