ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

ქობულეთში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს თბილისში ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გადიოდა. როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, თეა მგელაძემ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ქობულეთის კლინიკას მიმართა. თუმცა, ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. განმეორებითი ტესტირებისას ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, სავალდებულო გახდა მისი თბილისში რეფერირება, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დღეს გარდაიცვალა.

ოჯახი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: primetime.ge

იტვირთბა....