ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
უწყების ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს არის დაგეგმილი
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.