თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი პირი დაშავდა. მომხდარი “მეტრონომს” შსს-ში დაუდსტურეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, ორმა პირმა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა, მრავლობითი სახის დაზიანებები მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.