ყოფილი პოლიტიკოსი გოგა ხაჩიძე საქართველოში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შარჟით ეხმაურება.
გოგა ხაჩიძე პოსტშიიმაზე ამახვილებს ყურადღევას, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა გვიანდება.
„როდესაც ღმერთი მიწებს არიგებდა, ქართველები რომ ვქეიფობდით, ბოლოს ნასვამები რომ მივბარბაცდით უფალთან და თავისთვის გადანახული წალკოტი დავათმობინეთ, ეგ ლექსი ხომ გახსოვთ? ჰოდა, ახლაც ეგეთი ამბავია, ვაქცინის ღმერთები ვაქცინას არიგებენ…
”მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? საიდან სადაო.
და როცა პირწმინდად დარიგდა ვაქცინა,
წვეთიც კი წამლისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს: – ჩვენ რა ვქნათ უფალო?”
– თქვენ რას უპასუხებდით, ვაქცინაზე დაგვიანებულ ნასვამ ქართველებს?“, – წერს ხაჩიძე.
ცნობისთვის, მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად უკვე მზად არის. არსებული ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინის პირველ დოზას იანვრის ბოლოს მიიღებენ.