საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს არ სჭირდება კლინიკების ის რაოდენობა, რაც დღეს ქვეყანაშია. ამის შესახებ ტიკარაძემ გადაცემაში “რა დროს ძილია” მინისტრმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია პაციენტმა მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე უსაფრთხო სერვისი მიიღოს.
“საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, ვინაიდან ამ კლინიკების რაოდენობით, როდესაც მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალონ საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით უკვე შეგვიძლია კლინიკები დავთვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს ჯაჭვი პაციენტის მომსახურების, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს,”- აცხადებს ტიკარაძ.
ტიკარაძის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც კერძო ბიზნესს ეტყვის თუ რომელი პროფილის კლინიკის არსებობაა საჭირო მოცემულ მომენტში.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც კლინიკის არსებობის პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.