ბათუმის ბულვარში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს. როგორც ცნობილია, ჯიხურის ფანჯარა დააზიანეს და ჯიხურში ისე შეაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით მან მცირეოდენი თანხა და სიგარეტი წაიღო.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.