ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას“ – ექიმი მოქალაქეებს აფრთხილებს

დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ გამოიყენონ.

“მეტრონომი” ექიმის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„პაციენტი – ახალგაზრდა ქალმა ოჯახის ექიმის დანიშნულებით 2-ჯერ მიიღო D ვიტამინი „საპროფილაქტიკოდ“ – 50 000 IU (ერთეული), ანალიზი გარეშე, ამ პერიოდში წაგადგებაო… (მამონტის დოზა, დღიური მისაღები ნორმაა 600-800IU)

პაციენტს დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

რა უნდა ვთქვა უკვე აღარ ვიცი, ეს ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.

კიდევ ერთხელ!

D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება, მხოლოდდამხოლოდ 2 წლამდეა მისი მიღება რეკომენდებული რაქიტის პრევენციის მიზნით.

არ არსებობს რეკომენდაცია დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ D ვიტამინი უნდა დაინიშნოს პროფილაქტიკის მიზნით თუ ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული მისი ნაკლებობა (>20ნგ/მლ – ნორმა).

დაანებეთ თავი ამ „მახინჯ მოდას“, ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ.

D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს – ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ასე შემდეგ“, – წერს ექიმი.

იტვირთბა....