ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვეულებრივი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა, ანუ გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას” – იმნაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით

იმნაძე

“ვაქცინაციის გეგმაში გათვალისწინებულია როგორც – 80 გრადუსიანი ვაქცინაც, ასევე – 20 გრადუსიანიც,” – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

იმნაძის განმარტებით, მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაში გათვალისწინებულია თუ რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში და როგორ მოხდება მისი ადგილზე მიღება.

“გეგმა მოიცავს როგორც ადგილზე როგორ და რანაირად უნდა მოხდეს, ყველანაირი გათვლები და შესაბამისად არის იმის და მიხედვით რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. ანუ აქ არის – 80-იანი ვაქცინაც გათვალისწინებული ცალკე გეგმაში, ასევე – 20 გრადუსიანი ვაქცინა, ჩვეულებრივი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა, ანუ გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით,” – აცხადებს პაატა იმნაძე.

იტვირთბა....