კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.
ბრალდებული 27 წლის გიორგი მენაბდიშვილია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ამის შესახებ ინფორმაციას “დაიჯესტი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გიორგი მენაბდიშვილი ყოფილი პოლიციელია, მან შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამჟამად, ბანკში მუშაობს.
ცნობილი ხდება, რომ მენაბდიშვილს დავა ჰქონდა ქვის საწარმოს მეწილეებთან.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მენაბდიშვილის მიმართ მუქარის ფქტზე პოლიციაში გამოძიებაა დაწყებული, ვინაიდან ოჯახის ინფორმაციით, მას ბიზნეს-პარტნიორები ემუქრებოდნენ. სწორედ ამ ფაქტზე თავად გიორგი მენაბდიშვილიც დაიკითხა.
მენაბდიშვილის ოჯახი ირწმუნება, რომ ქვის საწარმოში თავად მენაბდიშვილი 10-პროცენტიან წილს ფლობს.