ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “ამოვიდა ყელში, რა… წადი შვილიშვილს მიხედე, აცადე სხვას რამე გააკეთებინე” – რამ გააღიზიანა გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ფხაკაძე აღნიშნულ ვიდეოში დასძენს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება, მოსახლეობის 60% ვაქცინაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აფსურდია.

“რომ გამოდიან 60% მოსახლეობის ვაქცინაციას გავაკეთებთო, ნუ ეს არის პროფესიონალიზმის პიკი. ზოგი ადამიანი მართლა უნდა წავიდეს დასასვენებლად.

აი, გეუბნებით ხომ არის საპენსიო ასაკი, ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან ბევრ ადამიანს ეწყინება მაგრამ ამოვიდა ყელში რა… თუ ზოგ-ზოგიერთი ადამიანი ვერ ხვდება, რომ უნდა წავიდეს სახლში, მაშინ ეს ვიღაცამ უნდა მიახვედროს.

გთხოვთ გააკეთეთ ეს და მიახვედრეთ ამ ადამიანებს, რომ სახლში წავიდნენ რა! ისინი ვერ მართავენ სიტუაციას. მე სახელ-გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ ზოგი მართლა უნდა წავიდეს. ბიჭო წადი შვილიშვილს მიხედე! პენსია იმისთვის არის, რომ დატკბე იმ ბოლო წლები რაც არის და აცალეთ რა სხვა ადამიანს საქმე გააკეთოს.

როგორ შეიძლება გამოდიხარ და ლაპარაკობ მოსახლეობის 60% არის კარგი ვაქცინისთვის, როცა იცი რომ 85% არის ჯოგური იმუნიტეტი, ანუ კოვიდის ვაქცინას სჭირდება 85% ვაქცინაცია. შენ როცა გეგმავ, ანუ დაგეგმარება საც ვერ აკეთებენ სწორად! პირბადის ხარისხი ვერ გააკეთეს და ამას დააგეგმარებენ ესენი! ამიტომ ვამბობ 85% უნდა იყოს ვაქცინირებული… კარგი ვაქცინა, რომელიც არა გვაქვს და ვფიქრობ კარგა ხანი არ იქნება, მაგრამ გეგმა მაინც დაწერეთ ნორმალური… აი, ის კაცი მახსენდება ქუთაისელი, რომ არის, რომ ამბობს დროშა ვერ დაკიდესო, – ანუ, გეგმა მაინც დაწერე ეს ოჯახაშენებული გეგმა…” – აცხადებს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....