“მე უკვე მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია,”- აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუ “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.
როგორც ჩარგვიანმა “360 გრადუსში” აღნიშნა, „გირჩი“ ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ოპოზიცია „მაიმუნობს, რაც უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის“.
„თავიანთი ქცევებით საუბარია, როგორ მაიმუნობს ოპოზიცია. ეს უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის. მე უკვე მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ერთ აზრზე ვართ, ბევრი ვართ. თუ მათ სხვა აზრი აქვთ და ჩვენ არ გვეთანხმებიან, თავად რაც სურთ, ის გააკეთონ. რა შემიძლია შევთავაზო?! ესენი გვეუბნებიან, გინდა თუ არა, თქვენ შემოდით და მერე ჩვენ შემოვალთო. ცოტა სასაცილოა…“ – განაცხადა ჩარკვიანმა “360 გრადუსში”.