ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა – სავარაუდო თარიღი ცნობილია

“საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრამ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, საქართველო სექტემბერში “კოვაქს” პლატფორმაზე გაწევრიანდა, რომელიც ქვეყანას გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინის მიღების საშუალებას აძლევს.

მისივე განმარტებით, 18 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ კოვაქს პლატფორმას უნდა გაუგზავნოს წერილი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მზაობაა ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველომ შესაძლოა პირველი ეტაპისთვის ფაიზერის ვაქცინა მიიღოს, რადგან ქვეყანა კოვაქს პლატფორმასთან თანამშრომლობს.

“ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმოწერა “კოვაქს” პლატფორმასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე სექტემბრის თვეში გავწევრიანდით ამ პლატფორმაზე, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეებისთვის მივიღოთ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა და ეს იყო ჩვენი მთავარი წინაპირობა იმის, რომ “კოვაქს” პლატფორმა ჩვენ ამის გარკვეულ გარანტიებს გვაძლევს. 6 იანვრის წერილში, რომელიც ჩვენ მივიღეთ “კოვაქს” პლატფორმიდან, საუბარი არის “ფაიზერის” ვაქცინაზე, რომლის დოზირება არის ორეტაპიანი, როგორც საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

დღეს უკვე გამზადდა წერილი, რომელიც გაიგზავნება კოვაქს პლატფორმაზე. ყველა იმ შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოში, ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის. ჩვენ გვაქვს დეტალური აღწერილობა იმ ინფრასტრუქტურული მზაობის, რომელიც გაგვაჩნია, ასევე ტექნიკური მზაობის, რომელიც უზრუნველყოფს ცივ ჯაჭვს ამ ვაქცინისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს კონკრეტულ გეგმა ექიმების გადამზადების და ინფორმაციული მზაობის,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

იტვირთბა....