ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ დაიწყებენ ფიქრს, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება” – თამარ გაბუნია

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე მაშინ დაიწყბენ ფიქრს, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება,” – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს მედიასთან საუბრისას გააკეთა.

როგორც გაბუნია განმარტავს,  ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მიმდინარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

“რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ჯერ-ჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, დღესაც შემცირდა. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს და ამის მიხედვით მოხდება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება. კარგია ის, რომ მატება არ გვაქვს ანუ დეკემბერში შეზღუდვების შემსუბუქება საკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....