“რა თქმა უნდა ავიცრები და მე ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება. მე არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით. პირველი, ვთვლი, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეა ეს და იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ვიცი რა ხარისხის და რა სანდოობის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით”.
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ მან “რუსთავი-2”-ის ეთერში განაცხადა.