ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ გადაცვლილი ადამიანების შესახებ საუბრობს.
როგორც კულუმბეგოვი “Bloomberg“ – ზე დაყრდნობით წერს, “ფაიზერის” მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაცვალა უკვე, ხოლო გარდაცლილი ადამიანები 80 წელზე ზემოთ არიან.
“23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ. ვაქცინაციის პირველი მომხრე მე ვარ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ფაქტების ინგორირება დაუშვებელია, დაველოდოთ სამედიცინო გამოძიების შედეგებს! იმედია სასწორის ორი პინა სადაც რისკი და სარგებელია, რისკის მხარეს არ გადაიწონება!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი “Bloomberg“ – ზე დაყრდნობით.