„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე უმრავლესობის გუნდში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს და ამასთან გავრცელებულ ინფორმაციას ჭორებს უწოდება.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მსგავსი ჭორები ქართულ პოლიტიკაში მუდმივად არსებობს.
„ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია – ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიაზე და პოლიტიკოსზე,”- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს.