ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) რომელიმე მათგანმა ლიდერის სტატუსს, რომ მიაღწიონ, ამისთვის სერიოზული გზა აქვთ გასავლელი” – არჩილ გამზარდია მმართველ გუნდზე

ანალიტიკოსმა, არჩილ გამზარდიამ “ტვ პირველის” ეთერში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და მმართველ გუნდში დღეს არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ანალიტიკოსი გადაცემაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ იმ ძალაუფლების შესახებ ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ოცნებიდან ერთ-ერთმა სუბიექტმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ძალაუფლების გადანაწილების შემთხვევაში, მას მიიღებს ის, ვისაც ქვედა დონეებზე უფრო მეტი გავლენა აქვს.

“ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ჩემთვის ლიდერი ისევ ბიძინა ივანიშვილია. მარტივად, რომ ვთქვა, აი ამ დასახელებულმა სუბიექტებმა, ვისაც ჩვენ ვასახელებთ ხოლმე ირაკლი კობახიძე იქნება ის, გიორგი გახარია თუ კახი კალაძე და სულ გვავიწყდება, რატომღაც რომ პარლამენტის თავჯდომარეც გვაყვას საქართველოში და საპარლამენტო მმართველობის ქვეყანა, რომ გვქვია, ამიტომ არჩილ თალაკვაძეც ყოველშემთხვევაში ფორმალურად მაინც უნდა ვახსენოთ, როცა საქმე მემკვიდრის დატოვებაზეა.

იმისათვის, რომ რომელიმე მათგანმა ლიდერის სტატუსს მიაღწიონ, მათ საკმაოდ სერიოზული გზა აქვთ გასავლელი. თუ ჩვენ თეორიულად ჩავთვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა პარტიიდან ამ შემთხვევაში სერიოზული ულუფა დარჩა ძალაუფლების, რაც ივანიშვილმა დატოვა და ახალ ეს ძალაუფლება უნდა გაინაწილონ, რას ასე ვთქვათ მარტივი პროცესი არ არის.

პირველრიგში ამის მცდელობა იქნება, აი, პატარა ლეკვებს, რომ დაუგდებთ ხოლმე ერთ ნაჭერ ხაჭაპურს და ერთიანად, რომ ცდილობენ წაიღონ და შემოინაწილონ, ასე ინაწილებენ დღეს ამ ძალაუფლებას, ამიტომ ეს პროცესი შეიძლება იყოს დღეს ოცნებაში, თუკი ეს ძალაუფლება რეალურად დარჩა და ეს უნდა გაინაწილოს ისეთმა ვიღაცამ, ვისაც ქვედა დონებზე უფრო მეტი გავლენა აქვს. ასეთი სუბიექტი  შედარებით მეტ ულუფას მიიღებს.” – განაცხადა გამზარდიამ.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....