ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე განმარტავს, რატომ არ შეირჩა „ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარია

დედაქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდმარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატის წარდგენა გუნდში მსჯელობის შედეგია და დარწმუნებულია, რომ ის წარმატებული კადრი იქნება. ამის შესახებ კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კალაძე ასევე განმარტავს, რატომ არ წარადგინეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ნაცვლად პრემიერი გიორგი გახარია.

„კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არა პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ვთქვათ და ვნახოთ არსებული რეალობა – ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის პანდემია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა და მეტი პრობლემები შექმნა. პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართოს მთავრობა და ყველას ჩართულობით ამ დიდ გამოწვევას დაუპირისპირდეს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა. მის თავმჯდომარეობას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, ის ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება. მას ჩვენ ზურგს ვუმარგებთ. გვყავს ძლიერი პრემირ-მინისტრი, გვყავს ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე, არის პოლიტსაბჭო. ყველა ეს ადამიანი, ერთიანი გუნდურობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ღირსეულად გავართვათ თავი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, როგორც გახარიას შემთხვევაში, იგივე მიზეზია, თუ რატომ არ წარადგინეს ის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

“იგივეა ჩემთან მიმართებაშიც – ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც 30-წლის განმავლობაში გროვდებოდა. არის სერიოზული გამოწვევები და რა თქმა უნდა, წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, რათა პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს,”- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყრილობა ხვალ, 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400 დელეგატი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნას დაუჭერს მხარს.

 

იტვირთბა....