ჩოხატაურის რაიონში სოფელ ბუკნარში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ.
ბესო ქათამაძემ განაცხადა, რომ იგი ადგილობრივებს მეჩეთის მშენებლობას დაჰპირდა და მაჟორიტარ დეპუტატს დანაპირების შესრულება მოსთხოვა.
ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და განაცხადეს. რომ ამით ტერიტორიას განარიდეს.
ბუკნარის ცენტრში მოსახლეობაა შეკრებილი. მათი თქმით, დღეს უნდა მოხდეს მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლის შერიგება.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 14 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.